მაკრონი საფრანგეთში საგანგებო-სანიტარულ მდგომარეობას მაისამდე გააგრძელებს
მაკრონი საფრანგეთში საგანგებო-სანიტარულ მდგომარეობას  მაისამდე გააგრძელებს

A+ A-

13:22 09/04/2020

საფრანგეთი გააგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებულ კარანტინს და კომენდანტის საათს. საგანგებო მდგომარეობა ამ ქვეყანაში 15 აპრილს არ დასრულდება ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი", საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 13 აპრილს პრეზიდენტი მაკრონი სპეციალური ტელემიმართვით წარსდგება ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და საგანგებო სანიტარული რეჟიმის მაისამდე გაგრძელებას გამოაცხადებს. "ფრანს პრესი" აღნიშნავს, რომ 12 მარტის შემდგ, ეს იქნება პრეზიდენტ მაკრონის მეოთხე ტელემიმართვა ფრანგებისადმი.