კორონავირუსის გამო, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის მაჩვენებელმა 31 პროცენტით მოიმატა
კორონავირუსის გამო, რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის მაჩვენებელმა 31 პროცენტით მოიმატა

A+ A-

14:46 09/04/2020

რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალკოჰოლზე მოთხოვნა კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ქვეყანაში არყის რეალიზაციამ მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31 პროცენტით მოიმატა, მომატებულია ვისკისა და ლუდის რეალიზაციაც.

ორგანიზაცია „ფხიზელი რუსეთის“ ხელმძღვანელის, სულთან ხამზაევის ინფორმაციით, ალკოჰოლის მოხმარების ზრდა დასვენების დღეებით, სტრესით და შიშითაა განპირობებული, გარდა ამისა, რუსეთში ვრცელდება ჭორი, რომ ალკოჰოლი ახალი კორონოვირუსის პრევენციისთვის კარგია.

ცნობისთვის რუსეთში კორონავირსით ინფცირების 10 131 და გარდაცვალების 76 შემთხვევაა დადასტურებული.