ამასობაში შიმშილი წამოგვეწია - ვაშაძე მიიჩნევს, რომ ახალი კლასტერები ტესტების არარსებობის გამო ჩნდება
ამასობაში შიმშილი წამოგვეწია - ვაშაძე მიიჩნევს, რომ ახალი კლასტერები ტესტების არარსებობის გამო ჩნდება

A+ A-

15:24 09/04/2020

“ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვირუსის დიაგნოსტიკა მასიურად არ მიმდინარეობს და ამიტომ ჩნდება ქვეყანაში კორონავირუსის მატარებელი ე.წ. ახალი კლასტერები. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციის ზომების გამკაცრება ვერაფერს უშველის შექმნილ სიტუაციას და მთავრი პრობლემა ვირუსის დიაგნოსტიკის საშუალებების დეფიციტია.

„ხალხი უკვე ამბობს, რომ  კორონავირუსზე დიაგნოსტიკა სპეციალურად არ ტარდება, რათა საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზარდოს.

კორონავირუსზე დღეს გამოკვლეულია მხოლოდ 3 ათასი ადამიანი. ჩვენი გეგმის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, მუნიმუმ 30 ათას ადამიანს ექნებოდა ტესტი ჩატარებული.

მთავარი ჩავარდნა, რაც ქვეყანაშია - არა გვაქვს დიაგნოსტიკის საშუალებები. ადამიანები მიდიან ექიმებთან, რომლებიც უძლურები არიან, რადგან კორონავირუსის დასადგენად, გახარიამ და მთავრობამ არ შემოიტანა დიაგნოსტიკის შესაძლებლობები.

ყველა შემთხვევა, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ე.წ. კლასტერები გაჩნდა - ვანი, ქობულეთი, ბათუმი, ლენტეხი, თემქა და ა.შ. ყველა ეს შემთხვევა დაკავშირებულია მთავარ პრობლემასთან - დიაგნოსტიკასთან“, - განაცხადა ვაშაძემ სააგენტოსთან საუბრისას.

ვაშაძე, კორონავირუსთან ბრძოლის გამო, ქვეყანაში ზომების კიდევ უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა. საგანგებო ზომები კიდევ რა ფორმით უნდა გამკაცრდეს, ვაშაძესთვის გაუგებარია.

საქართველოს მოსახლეობა “გუგლის“ მონაცემებით, ტოპ ქვეყნებს შორის არის, ვინც იცავს სოციალური დისტანცირების პრინციპს. იმის გამო, რომ დიაგნოსტიკა არა გვაქვს და ახალი კლასტერები ჩნდება, კიდევ უნდა გავამკაცროთ ღონისძიებები?! ვერ წარმომიდგებია, მეტი გამკაცრება რა უნდა იყოს.

ზომების გამკაცრება რაიმე შედეგს მოგვიტანს, თუ პაციენტს დიაგნოზსს ვერ ვუსვამთ?!

ამასთან, უკვე დაგვეწია შიმშილის პრობლემა.

დღეს ყველა თანხმდება, რომ დისგნოსტიკა არის უმთავრესი, მაგრამ  ერთი თვე დაიკარგა შავი პიარის გავრცელებაში“, - აცხადებს “ახალი საქართველოს“ ლიდერი.

რატომ არ ტარდება საქართველოში მოსახლეობაზე მასობრივი ტესტირება, ვაშაძესთვის უცნობია.

“რატომ არ შემოდის ტესტები, ვერ გეტყვით. ხალხი უკვე ამბობს იმას, რომ სპეციალურად არ ტარდება დიაგნოსტიკა, რათა ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ხვალ-ზეგ გაცილებით დიდი პრობლემას მივიღებთ. ეს არის შედცომა, რომელმაც, შესაძლოა, ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ზომები, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე