საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

A+ A-

19:33 09/04/2020

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 218 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4722 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.