პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა

A+ A-

17:56 10/04/2020

ამ ეტაპისთვის კლინიკაში კვლავ 55 კოვიდინფიცირებული გვყავს, რენიმაციაში კი- 8 პაციენტია. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან რატიანის თქმით, 3 ადამიანის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს. რაც შეეხება მოზარდებს, რატიანი აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი