ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა

A+ A-

18:39 10/04/2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.

ამ წუთებში ცაგერში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 4 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.