გიორგი ქადაგიძე – მეგონა, ჩემზე დაბრალება მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო
გიორგი ქადაგიძე – მეგონა, ჩემზე დაბრალება მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო

A+ A-

14:39 16/10/2018

ფინანსთა მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე ვერ დაიწყო, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გამოეხმაურა.

ქადაგიძის თქმით, პრობლემის ისევ მასზე დაბრალება მოდიდან გადასული ეგონა:

„მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო. სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, მთავარი კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას, არის – რატომ ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის ქართული ოჯახების ჯიბეზე ასახვა, რატომ იზრდება საშუალო ფენა ძალიან მცირე ტემპით და რატომ ვერ ხერხდება, რომ ჩვენ ვერა და ვერ დავძლიეთ სიღარიბე. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომლებზეც უნდა იქნას პასუხები გაცემული და ამ კითხვებზე სწორი პასუხის შემთხვევაში ყველა სხვა კითხვები, ცხადია, დღის წესრიგიდან მოიხსნება. ამოცანა უნდა იყოს, რომ ეკონომიკური ზრდა და სხვა პოლიტიკა აისახოს დადებითად თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და მათ ჯიბეზე“, – განაცხადა ქადაგიძემ.