პანდემიის გამო, "ბიბლიური შიმშილის" წინაშე 130-დან 250 მილიონამდე ადამიანია - გაერო
პანდემიის გამო, "ბიბლიური შიმშილის" წინაშე 130-დან  250  მილიონამდე ადამიანია  - გაერო

A+ A-

14:43 22/04/2020

გაერთიანებული ერების  ორგანიზაცია მსოფლიოს აფრთხილებს, რომ  შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მსოფლიო ბიბლიური პროტოპიტის რეალობის, ანუ მასობრივი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს. როგორც ორგანიზაციის მოხსენებაშია ნათქვამი, მსოფლიო შიმშილმა შესაძლოა, 130 მილიონიდან 250 მილიონამდე ადამიანი მოიცვას.

გაეროს სასურსათო ორგანიზაციის ხელმძღვანელი დევიდ ბისლი ამბობს, რომ ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად,  სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც  საომარ კონფლიქტში არიან  ჩართულნი და ეკონიმიკურ კრიზისში იმყოფებიან. ეს ქვეყნები შესაძლოა, იყვნენ: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ეთიოპია, სუდანი, ვენესუელა, სირია, ნიგერია და ჰაიტი.

გაეროს სასურსათო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის პიკამდე, აღმოსავლეთ აფრიკა და სამხრეთ აზია  საკვების დეფიციტს  ნაწილობრივ  უკვე განიცდიდნენ.  ამის მიზეზი კი, გვალვები და აქამდე არსებული სხვა უფრო მძიმე ვირუსული ინფექციები გახლდათ.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე დევიდ ბისლი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ  მსოფლიომ „გონივრულად უნდა იმოქმედოს“.

„ჩვენ შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში,  ბიბლიური შიმშილის წინაშე აღმოვჩნდეთ. სიმართლე ის არის, რომ დრო ჩვენს მხარეს არ არის.

ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ჩვენი პროგრამები  და გუნდები, რათა კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების კვების კრიზისის კატასტროფა არ გამოიწვიოს“, - განაცხადა ბისლიმ.

ბისლიმ თავის გამოსვლაში ასევე დასძინა, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დადგა.

მისი თქმით, შესაძლოა, თვეში 30 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალოს შიმშილით, თუკი გაერო არ უზრუნველყოფს, რომ საკვები პროდუქტებისათვის დაფინანსება გაზარდოს.

WFP- ის ეკონომისტი არიფ ჰუსეინი ამბობს, რომ პანდემიის ეკონომიკური გავლენა პოტენციურად კატასტროფულია იმ მილიონობით ადამიანისთვის, "რომლებიც უკვე ძაფითა არიან ჩამოკიდებული".

„ეს არის მილიონობით ჩაქუჩის დარტყმა.  ჭამა შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც ხელფასს მიიღებს.

გლობალურმა ეკონომიკურმა რეცესიამ უკვე გაანადგურა  ბუდეში არსებული კვერცხები“, - განაცხადა ჰუსეინმა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში  WFP-მ დახმარება შეუწყვიტა იემენის იმ ნაწილს, რომელსაც კრიზისის დროს, დაჯგუფება „ჰუთის“ აჯანყებულები აკონტროლებენ. ორგანიზაცია  ამ რეგიონში იემენის მოსახლეობის 80% კვებავდა და დღეს ამ ნაწილს „ჰუთის“ მეამბოხეები აკონტროლებენ.

მასალა მომზადებულია BBC-ის ინფორმაციებზე დაყრდნობით

ანა ქორჩილავა