აშშ-ში კატები დაინფიცირდნენ - 24 საათში მსოფლიოს 80 000-მდე ინფიცირებული და 7 000-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს
აშშ-ში კატები დაინფიცირდნენ - 24 საათში მსოფლიოს 80 000-მდე ინფიცირებული და 7 000-ზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს

A+ A-

12:33 23/04/2020

80 000-მდე ინფიცირებული და 7 000-ზე მეტი გარდაცვლილი - ეს მსოფლიოს მხოლოდ ერთი დღის კორონავირუსული მონაცემებია.

მკვლელი ვირუსით, მას შემდეგ, რაც ის პირველდ, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში გამოჩნდა, სულ 2 639 126 ადამიანი დააინფიცირდა, 184 267 გარდაიცვალა, 722 303 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, უკვე ერთ თვეზე მეტია კორონავირუსის ეპიცენტრი ამერიკა და ევროპა გახდა.

ინფიცირების მხრივპირველ ადგილს აშშ იკავებმეორეს - ესპანეთიმესამეს - იტალიამეოთხეს საფრანგეთი და მეხუთე - გერმანია.

გარდაცვალების მხრივ კი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პირველი აშშ-, მეორე -იტალია, მესამე -ესპანეთიმეოთხე - საფრანგეთი, მეხუთე - დიდი ბრიტანეთი და შემდეგ გერმანია.

შეერთებული შტატები

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინური ვირუსით ინფიცირების 29 973 და გარდაცვალების 2 341 შემთხვევა დადასტურდა.

U.S. coronavirus deaths top 45,000, doubling in little over a week ...

ამ დროისათვის, აშშ-ში ინფიცირების  849 092 და გარდაცვალების 47 681 ფაქტია გამოვლენილი.

გამოჯანმრთელებულია 84 050 ინფიცირებული, ხოლო 14 016 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

აშშ-ში  კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი ნიუ-იორკშია. აქ სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ დღეს ვირუსი ორ კატასაც კი დაუდგინეს. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი შინაური ცხოველები არიან, რომლებსაც კოვიდ-19 ოფიციალურად დაუდასტურდათ.

ესპანეთი

აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკაში მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს. ამ ქვეყანაში, გასულ დღე-ღამეს ინფიცირების 4 211 და გარდაცვალების 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის, სულ ინფიცირების 208 389 და გარდაცვალების 21 717 ფაქტია გამოვლენილი.

გამოჯანმრთელებულია 84 915 ინფიცირებული, ხოლო 7 705 კრიტიკულად მძიმე ვითარებაშია. 

იტალია

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, მესამე ადგილს იტალია იკავებს, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობით, იტალია ესპანეთს უსწრებს და მეორე ადგილზეა.

გასულ 24 საათში, იტალიაში ინფიცირების 3 370  და გარდაცვალების 437 ახალი ფაქტი დადასტურდა.

ხოლო, ვირუსის დადასტურებიდან, ანუ 31 იანვრიდან დღემდე, იტალიაში უკვე ინფიცირების 187 327 და გარდაცვალების 25 085 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 54 543 ინფიცირებული, ხოლო 2 218 კვლავ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.  ეს ქვეყანა „წითელ ზონად“ არის გამოცხადებული.

საფრანგეთი

„ანტირეკორდულ“ სიაში დაწინაურდა საფრანგეთიც და რამდენიმე დღეა გერმანიას გადაუსწრო. კორონავირუსით დაინფიცირების თვალსაზრისით, ამ ქვეყანამ მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა.

ბოლო მონაცემებით,  საფრანგეთში ინფიცირების 159 877 და გარდაცვალების 21 340 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ინფიცირების 1 827 და  გარაცვალების 544 ფაქტი გასულ დღე-ღამეს გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულია, 40 657 ინფიცირებული და 5218 კვლავ კრიტიკუალდ მძიმეა.

გერმანია

საფრანგეთს არ ჩამორჩებაა გერმანიაც, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ინფიცირების გავრცელებით მეხუთე ადგილს იკავებს, მას გარდაცვლილთა რაოდენობით დიდი ბრიტანეთი უსწრებს.

თუმცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობი, გერმანია 210 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა და ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული ყავს.

უახლესი მონაცემებით, გერმანიაში ინფიცირების 150 648 და გარდაცვალების 5 315 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ინფიცირების 2 195 და გარდაცვალების 229 ფაქტი გასულ დღე-ღამეს გამოვლინდა.

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 99 400 ინფიცირებული, უმცა 2 908 კვლავ კრიტიკულ მდგომარეობა იმყოფება.

შეგახსენებთ, კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ვირუსის  პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში,  ჩინეთის 11-მილიონიანი  პროვინციის,  უხანის ცენტრში, ჰუბეიში დაფიქსირდა.

დაავადების  გავრცელების კერად, აღმოჩენისთანავე,  ადგილობრივი  ბაზარი დაასახელეს, სადაც საქონლის ხორცთან ერთად, ეგზოტიკური ზღვის პროდუქტებით ვაჭრობდნენ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  ქალაქში გადაადგილება არ შეუზღუდავთ, რადგან ქალაქის ადმინისტრაცია არ ელოდა მასშტაბურ ეპიდემიას.

მათ განაცხადეს, რომ ვირუსი აირ-წვეთოვანი გზით არ  ვრცელდებოდა.  თუმცა  21 იანვარს ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.  შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთს ასეთი ბაზრობების სამუდამოდ დახურვისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკვე მუშავდება კორონავირუსის 70-მდე ვაქცინა. ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქვეყაამ უკვე დაიწყო ადამიანებზე მედიკამენტების გამოცდა.

მარიამ მაჭარაშვილი