საქართველოს მოქალაქეები ვენიდან სამშობლოში ავიაკომპანია "Myway"-ს მეშვეობით დაბრუნდებიან
საქართველოს მოქალაქეები ვენიდან სამშობლოში ავიაკომპანია "Myway"-ს მეშვეობით დაბრუნდებიან

A+ A-

12:30 24/04/2020

ვენა-თბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 27 აპრილს რეისს ავიაკომპანია Myway შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული შეთანხმება მიღწეულია საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის. კერძოდ,მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა,რომ კომპანია Myway გეგმურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა ქ. პრაღაში. კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია ქ. პრაღიდან უკანა ფრენას განახორციელებს ქ. ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქ. ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

ბილეთების რეალიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია Myway ვებგვერდზე.

როგორც ცნობილია უშუალოდ ქ. პრაღაში მ.წ. 2 მაისს შესრულდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვული რეისი კომპანია Georgian Airways მიერ. რომელიც სამშობლოში ჩამოიყვანს პრაღაში მყოფ თანამემამულეებს.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში მყოფი ქართველები“, - აცხადებენ სამინისტროში.