თენგიზ ცერცვაძემ ჯანმოს პროტოკოლში "ცვლილება შეიტანა" და ამ მეთოდმა გაამართლა - მარინა ეზუგბაია
თენგიზ ცერცვაძემ ჯანმოს პროტოკოლში "ცვლილება შეიტანა" და  ამ მეთოდმა გაამართლა - მარინა ეზუგბაია

A+ A-

12:44 27/04/2020

"კორონავირუსის გამოსავლენი PCR ტესტების სანდოობის ხარისხი 85%-მდე ადის და ამ საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი აზრს მოკლებულია",- ამის შესახებ "2020NEWS"-თან ინტერვიუში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, კორონავირუსით დააავადებულებზე ოზონოთერაპიით მკურნალობის მეთოდი ახალი მიგნებაა, რაშიც დიდი დამსახურება ქართველ ექიმებს მიუძღვით.

ეზუგბაია სააგენტოსთან  გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის იმ ვნებათაღელვას, რომელიც ტესტებთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, მის განცახდებას საზოგადოების "ერთმა მხარემ" ცუდად გამიზნულად შეხედა.  

უნდა ჩატარდეს თუ არა ქვეყანაში კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება? რა "ცვლილება შეიტანა" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლში და რისთვის არის მზად ქართული ჯანდაცვის სისტემა? - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, "2020NEWS”-თან ინტერვიუში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საუბრობს.  

- ქალბატონო მარინა, არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსის გამოსავლენი PCR ტესტების სანდოობის ხარისხი მაღალი არ არის. რეალურად, რამდენ პროცენტანი სანდოობა აქვს აღნიშნულ ტესტებს?

- PCR ტესტების სანდოობის ხარისხი გარკვეულია. მისი სანდოობის ხარისხი 85%-მდე ადის. ის კინკლაობა, რაც უსაგნოა, არ მაინტერესებს. ჩემი საქმეა ჩემი დაწესებულების მოვლა და მე მას კარგად ვუვლი. უსაგნო პოლემიკა საქმეს ყოველთვის აფუჭებს.

მე მყავს ხელმძღვანელი ბატონო თენგიზი, რომელთან ურთიერთობა საკმარისია იმისთვის, რომ  მას ზოგად პრობლემებზე პასუხი გავცე. ბატონი თენგიზი არაჩვეულებრივი პიროვნება, დიდი მეცნიერი და შორსმჭვრეტელი ადამიანია. მას შეუძლია, რომ ყველაფერი წინასწარ განსაზღვროს.

ის, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზომიერი და კონტროლირებადი პროცესი მიმდინარეობს, ბატონი თენგიზის დიდი დასახურებაა. მან ჯანმოს პროტოკოლში “ცვლილება შეიტანა“ და ჩვენ კორონავირუსით გამოსაკვლევ წრეში ტემპერატურის ქონის აუცილებლობა მოვხსენით. ა სწორედ, ასეთმა მეთოდმა გაამართლა და ჩააყენა ჩვენი ქვეყანა ზომიერ კლიმატში.

- თუ ვთანხმდებით, რომ საქართველოში კორონავირუსით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე რეალურად არის აღრიცხული, მაშინ, რატომ არ ტარდება პანდემიაზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება?

- ჩვენთან ტესტირება სწორად ტარდება. ტესტირება საეჭვო პირებთან და ინფიცირებულის კონტაქტებთან მიმართებაში ტარდება, რაც დიდი ალბათობით, ინფიცირებულებს აუცილებლად გამოავლენს. სჯობს, რომ მიზნობრივი კვლევა ინფირებულის კონტაქტებსთან და მის გარშემო არსებულ პაციენტებთან ჩატარდეს, ასე ინფიცირებულები ზუსტად გამოვლინდება და ასე ვთქვათ, არ გაგვეპარება.

ვირსუსის ტესტირებას, ანტიგენის ტესტირებას, ანტისხეულების ტესტრებას -ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორ შეგვიძლია სხვადასხვა დრო ერთ დღეზე დავამთხვიოთ?! მომხრე ვარ, რომ აგრესიული ტესტრება მიზნობრივ ჯგუფს ჩაუტარდეს, ასეთ მეთოდს დიდი ეფექტი აქვს.

- რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევის გამოვლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრესიული ტესტირების ჩატარებამ განაპირობა - “ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”. რას გულისხმობდით აღნიშნულ განცხადებაში?

- ამ განცხადებას ცუდი გაგებით მარტო ერთმა მხარემ შეხედა, დანარჩენმა - არა. ვისაც ჩემი განცხადების ცუდად შეხედვა უნდა, ყოველთვის ცუდად შეხედავს. ელემენტარულია, აგრესიული ტესტირება ნიშნავს მოსახლეობის ან კონტაქტების დიდი რაოდენობით მოცვას.

ჩემს განცხადებაში გამოვთქვი სურვილი, რომ იმედია, ჩვენთან მოვლენები ისე განვითარდება, რომ აგრესიული ტესტირებების ჩატრება არ დაგვჭირდება.

- ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით ინფიცირებულებულთა რაოდენობამ სააღდგომო დღესასწაულზე მოსახლეობის ნაწილის მხრიდან წესების დარღვევის შედეგად ხომ არ “იფეთქა“?

- ხომ ხედავთ, რომ არ იფეთქა. რატომ აინტერესებს ეს კითხვა მუდმივად ყველას?! საბედნიეროდ, არ იფეთქა და არც იფეთქებდა. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში პროცესები კონტროლირებადი რჩება.

- შეესაბამება თუ არა რეალობას ინფორმაცია, რომ მწეველები კორონავირუსისგან ნაკლებად ავადდებიან? ამ მხრივ, სოციალურ ქსელში მარიხუანას ეფექტურობაზეც არის საუბარი.

- ასეთი აზრი ფიგურირებს, მაგრამ ის, რომ მწეველები ნაკლებად ავადდებიან, ამის მტკიცებულება არ არსებობს. იგივეს თქმა შემიძლია მარიხუანასთან დაკავშირებით.

ნუ შევთავაზებთ მოსახლეობას იმას, რომ  მარიხუანა მოწიონ და გამოიყენონ. საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი ისეთ სამედიცინო საკითხებზე, რომელთა სანდოობა მტკიცებულებას მოკლებულია. ასე საუბარს ჩვენ, სამედიცინო საზოგადოებაც ვერიდებით, რადგან ჯერ კონკრეტული პრეპარატის შედეგებს ველოდებით.

- როგორც ცნობილია, ოზონოთერაპიით მკურნალობის შედეგად, ბათუმში  კორონავირუსისგან ოთხი პაციენტიდან სამი გამოჯანმრთელდა. აღნიშნული მეთოდი ქართველი ექიმების მიგნებაა? 

- ოზონოთერაპია ახალი მიგნებაა. ის მხოლოდ ქართველი ექიმების მიგნება არ არის, მაგრამ ამ საქმეში ქართველ ექიმებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

ოზონოთერაპიაზე დაიწყება ბრმა, კონტროლირებადი კვლევები. თუ დადგინდება, რომ  ის კორონავირუსის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება იქნება, ალბათ, მას ჩვენც აქტიურად გამოვიყენებთ. როცა კონკრეტული მეთოდის ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, მასთან მიმართებით ორმაგი ბრმა, კონტროლირებადი კვლევები აუცილებლად უნდა იყოს ჩატარებული. 

უნდა არსებობდეს ჯგუფი, რომელთანაც მას გამოვიყნებთ და ჯგუფი, რომელთანაც არ გამოვიყენებთ. შემდეგ მონაცემები უნდა შედარდეს. ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ ოზონოთერაპია 3 პაციენტს მიეცა და ამიტომ გამოჯანმრთელდა, ეს საუბარი მტკიცებულებას მოკლებულია. ეს არის პირადი გამოცდილება, რამდენად მისაღებია ოზონოთერაპია ჩვენთვის. 

- საქართველოში ჯერჯერობით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა მკურნალობას სრულყოფილად ახერხებს. თუმცა მთლიანობაში  რამდენი დაინფიცირებული ადამიანის მკურნალობას გასწვდება სისტემა?

-ამ ეპატზე საქართველოს ინფიცირებულებს 440 საწოლი ემსახურება, ეს ჯერჯერობით, საკმარისია. ყოველდღიურად ხდება ინფიცირებულების შემატება, მაგრამ ასევე ყოველდღიურად ხდება გამოჯანმრთელება და პაციენტების მიერ სტაციონარის დატოვება.

თუ ჩვენთან გაგრძელება სიტუცაია კორონავირუსის ზომიერი კონტროლირებადი მატებით, 440 საწოლი საკმარისი იქნება. თუმცა თუ არ იქნება საკმარისი - მერე ლაპარაკია მეორეზე გეგმზე, რომელიც 1000 საწოლზეა გათვლილი. ამის შემდეგ ლაპარაკია მესამეზე გეგმაზე, რომელიც 300 საწოლზეა გათვლილი.

ეს გეგმა არსებობს და ამის განხორციელებას მხოლოდ ნება სჭირდება. როდესაც პაციენტების ისეთი რაოდენობა გვეყოლება, რომ 440 საწოლი აღარ ეყოფა, შემდეგი, ანუ მეორე გეგმა ამოქმედდება.

- საქართველოში არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსენება. რა რეკომენდაცები  უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად?

- ჩვენთვის აუცილებელია სოციალური დისტანცირება და  შემზღუდველი ღონისძიებების სრულად გატარება. მოქალაქეებაში მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა არსებობდეს. როცა ნელ-ნელა გარკვეული აკრძალვები მოიხსნება, ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც აკრძალვებში ვცხოვობროთ. საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ და მოვუწოდებ, წესები მაქსიმალურად დაიცავით.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე