სააკაშვილის დედა - ჩემი ხელფასი 10 ათასი დოლარია. ასეთი სახლის შეძენაც შემეძლო (ვიდეო)
სააკაშვილის დედა - ჩემი ხელფასი 10 ათასი დოლარია. ასეთი სახლის შეძენაც შემეძლო (ვიდეო)

A+ A-

16:11 27/04/2020

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, უკრაინის ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დედის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

ვიდეომიმართვაში გიული ალასანია უკრაინელ ჟურნალისტს სერგეი პოიარკოვს პასუხობს, რომელმაც ტელეკომპანია Zik-ის ეთერში ეჭვები გამოთქვა კიევში სააკაშვილის მშენებარე სახლის ფინანსებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სააკაშვილის დედას „რომ არ ეჭამა, ესვა და საპირფარეშოში არ შესულიყო, ასეთი მდიდრული სახლის უფლებას თავს მაინც ვერ მისცემდა“.

გიული ასალანიამ განმარტა, რომ სახლი არც ისე დიდია და მისი ხელფასი კი თვეში 10 ათასი დოლარია.

„ახლახანს გავიგე, რომ ვინმე პოიარკოვს ეჭვი გამოუთქვამს, რომ ნაკვეთი რომელზეც ეს სახლი დგას ჩემი ნაყიდია. საქმე ისაა, რომ მე პროფესორი ვარ, საქართველოში ერთ-ერთი უმხვილესი კერძო უნივერსიტეტის University of Georgia-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი. უკვე დიდი ხანია ჩემი თვიური ანაზღაურება საშუალოდ 10 ათასი დოლარია. ეს ნაკვეთიც სულ ათასი კვადრატული მეტრია, სამი წელია სახლი შენდება, რომლის ფართობიც სულ 100 კვადრატულია, ეს სრულიად მომცრო სახლია, და ვფიქრობ სრულებით შემეძლო ასეთი სახლის ქონის უფლება მიმეცა ჩემი თავისთვის. მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ვცხოვრობ, ამასვე აკეთებდა ჩემი ვაჟიც. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არავის მივცემ მისი და ჩემი ცილისწამების უფლებას“, - აცხადებს გიული ალასანია მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილმა ეს მიმართვა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა „სალამი პოროშენკოს ნაბიჭვარს პირდაპირ დედაჩემისგან“. სააკაშვილმა 2018 წელს განაცხადა, რომ „დედამ თბილისის ცენტრში მდებარე მშობლების სახლი გაყიდა და კიევში პატარა ნაკვეთი იყიდა“.

წყარო: რადიო თავისუფლება