ტოკიოში ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, 2021 წელსაც არ გაიმართოს
ტოკიოში ოლიმპიური თამაშები შესაძლოა, 2021 წელსაც არ გაიმართოს

A+ A-

15:01 28/04/2020

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, თუკი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე არ გადაივლის, შესაძლოა ოლიმპიადა 2012 წელსაც გაუქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინტერფაქს-უკრაინა" ავრცელებს.

იაპონურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში კი, იოშირო მორიმ კატეგორიულად უარყო ოლიმპიური თამაშების გადადება და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ კორონავირუსის ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, წარსულში თამაშების გადადება მხოლოდ ომებს უკავშირდებოდა და დღეს კი, მსოფლიო "უხილავს მტერს" ებრძვის.

საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, თუ კოროვირუსის კონტროლი გადანაწილდება, "მაშინ მშვიდად გავმართავთ ოლიმპიურ თამაშებს შემდეგ ზაფხულს."

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი 2021 წელს გადაიდო.

ანა ქორჩილავა