პოტენციური ვაქცინა – ვიტამინი C კორონავირუსს ანადგურებს?
პოტენციური ვაქცინა – ვიტამინი C კორონავირუსს ანადგურებს?

A+ A-

02:27 29/04/2020

უცხოური გამოცემა „ექსპრესი“ კორონავირუსის შესაძლო ვაქცინაზე წერს. სტატიას სათაურით – კორონავირუსის მკურნალობა: შეიძლება ვიტამინი C ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდეს? ჩინელი ექიმები სწორედ ასე ფიქრობენ.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჩინელი მედიკოსები ვიტამინ C-ს დაინფიცირებულ ადამიანებს ინექციისსახით უკეთებენ და მას პოტენციურ ვაქცინას უწოდებენ.

თუმცა, საბოლოო შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

„ჩინეთში ვიტამინი C-ს, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედ პოტენციურ ვაქცინას სწავლობენ.

ჩინელი მეცნიერები მაღალი კონცენტრაციის შემცველ ვიტამინ C-ს უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულები არიან.

ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ საკვებ ნივთიერებას რამდენად აქვს ვირუსის განადგურების უნარი.

ჟონგნანის საავადმყოფოში ვუჰანის უნივერსიტეტის მკვლევარ-მეცნიერები პაციენტებს გადასხმის სახით 7 დღის განმავლობაში 24 გრამ ვიტამინ C-ს უნიშნავენ.

ამ მცდელობის ზუსტი შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ ვიტამინს აქვს პასუხის გაცემის პერსპექტივა იმ პანდემიაზე, რომელიც გვემუქრება.

ჩინეთში ვიტამინ C-ს დოზირება 60-ჯერ აღემატება ეროვნული ჯანდაცვის სერვისების ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციას, ხოლო გაციების შემთვევაში დანიშნული ვიტამინის დოზას  – 24-ჯერ.

„უფრო ადრე ჩატარებულმა ტესტებმა ცხადყო, რომ  ვიტამინი С თითოეული ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, თუ საკმარისი კონცენტრაცია იქნება გამოყენებული.“ – ამბობს ექიმი ტომას ლევი, შეერთებული შტატების კარდიოლოგი.“ – წერს „ექსპრესი“.

"primetime"