ბერამ და ბერუკამ პირველი ერთობლივი კომპოზიცია შექმნეს (ვიდეო)
ბერამ და ბერუკამ პირველი ერთობლივი კომპოზიცია შექმნეს (ვიდეო)

A+ A-

14:58 03/05/2020

როგორც ყველასთვის ცნობილია, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოებს.

ამჯერად მომღერალმა შვილთან ერთად შექმნილი ირველი კომპაზიციის ვიდეო გამოაქვეყნა. 

„ჩემმა შვილმა დაიწყო ეს მელოდია და მე კომპოზიცია დავამთავრე,“ – წერს ბერა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ.

 „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა.

ბერამ შვილს უკვე „იავანანაც“ დაუწერა, როგორც ჩანს, პატარა მამის მუზაც გახდა. 

მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ვაჟი სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ივანიშვილების ოჯახს ყველაზე პატარა წევრი რამდენიმე თვის წინ შეემატა. ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ვაჟს დედისა და მამის სახელების გაერთიანებით ბერუკა დაარქვეს.