ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

18:07 05/05/2020

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1998 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1998 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2095 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0097 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4702 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0407 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.