"სამი თვის შემდეგ, ხალხს კრედიტების გადახდა რომ მოუწევს, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული?"
"სამი თვის შემდეგ, ხალხს კრედიტების გადახდა რომ მოუწევს, საიდან უნდა მოიტანონ ეს ფული?"

A+ A-

18:29 05/05/2020

„გახარიას ნახვა არავის ენატრება. პარლამენტში ხალხის პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ“, - ამის შესახებ "2020NEWS”-თან პარტია "ტრიბუნას" დამფუძნებელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა თავიდანვე ისე გამოაცხადეს, რომ ხელისუფლებას ეკონომიკაზე არც კი უფიქრია.

“მთავრობაში თუ ქვეყნის მტრები არიან, შეუძლიათ კიდე გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა და ადამიანებს ნორმალური ცხოვრების საშუალება საერთოდ აღარ მისცენ.

საბოლოო ჯამში, ეკონომიკა ყველაზე დამანგრეველია, მათ შორის ადამიანის ჯანმრთელობის და ფსიქიკის.

თუნდაც ახლა, სამი თვის შემდეგ, ხალხს კრედიტების გადახდა რომ მოუწევს, საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული?

აი, ამ კონკრეტულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ პარლამენტში, შესაბამისი პროფილის კომიტეტებში, თორემ გახარიას ნახვა ნამდვილად არავის ენატრება“, - ჭიჭინაძე.

პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად კანონების შეცვლას ითხოვს.

„ძალიან ბევრი კანონია ამ ქვეყანაში შესაცვლელი, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს, შემდეგ ამ ადგილების დაფინანსებას და ზოგადად ბიზნესის განვითარებას, რადგან იმდენი სამუშაო ადგილია უკვე დაკარგული, არამგონია ამის აღდგენას სამი, ან თუნდაც ექვსი თვე ეყოს. ამიტომ ვამბობ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ამ ციფრების ბრახაბრუხი არც ანტიკრიზისული გეგმაა და მითუმეტეს არც ეკონომიკა.

ელემენტალურად მაგალითისთვის. დაანონსდა სამუშაო ბიზნესის გახსნა, მაშინ როდესაც რეალობა ასეთია:

ბანკები სესხებს არ იძლევიან; შეზღუდულია გადმორიცხვები; შემოსავლებიც პრაქტიკულად არავის გააჩნია, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებული ადამიანების გარდა, ვინც ისედაც დიდი ხანია უკვე ხანია ყველაფერი იყიდა.

ანუ, რეალურად მყიდველი არ არსებობს და რას ვეუბნებით ამ ხალხს, ახალი ვალი აიღეთ და მერე დარეგულირდება ყველაფერიო? !

და კიდევ, მთავრობამ დღევანდელ რეალობაში ტურიზმზე კი არა, იმაზე უნდა იფიქროს, ნაციონალური ავიაკომპანია როგორ შექმნას.

მითუმეტეს, რომ გადაზიდვები მცირდება, ფასები იზრდება... აი ეს ყველაფერია დასათვლელი", - აცხადებს ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებენ.