გენერალი მარკ მილი კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებას ვერ ადასტურებს
გენერალი მარკ მილი კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებას ვერ ადასტურებს

A+ A-

11:57 06/05/2020

უცნობია, რომელი ადგილიდან გავრცელდა ახალი კორნავირუსი მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს.

ამ დრომდე იგი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებას ვერ ადასტურებს

„სამი ფუნდამენტური საკითხია. პირველი საკითხია, არის თუ არა ვირუსი ადამიანის შექმნილი. მტკიცებულებების წონა არის ის, რომ ეს იყო ბუნებრივი და არა ადამიანის შექმნილი. მეორე საკითხია, გავრცელდა თუ არა შემთხვევით? გავრცელდა გარემოში ბუნებრივად, თუ განზრახვით? ჩვენ არ გვაქვს საბოლოო მტკიცებულება, მაგრამ ჩანს, რომ სავარაუდოდ არ იყო განზრახვით. მესამე საკითხია ადგილმდებარეობა. გამოვიდა თუ არა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან, გაჩნდა თუ არა უხანის ცხოველების ბაზარში ან სადმე სხვაგან? პასუხია – ჩვენ არ ვიცით. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ჩინეთის მთავრობა გაიხსნება და უფლებას მისცემს ინსპექტორებს და გამომძიებლებს, ჩავიდნენ ადგილზე, რათა მსოფლიომ გაიგოს ფაქტობრივი პირველწყარო. ეს საშუალებას მოგვცემს, ვისწავლოთ გაკვეთილი, რათა სამომავლოდ აფეთქების პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.