საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი 1 საათამდე უნდა შემცირდეს - გახარია
საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი 1 საათამდე უნდა შემცირდეს - გახარია

A+ A-

14:36 07/05/2020

საქართველოს საზღვრებზე სავალდებულო კარანტინი შესაძლოა 1 საათამდე შემცირდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების აღდგენის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ განმარტა, შესაბამისი ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ამოცანა უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს.

„ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი. პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი და აქ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი. თუ აქამდე ჩვენ გვჭირდებოდა 14-დღიანი კარანტინი, 24-საათიანი კარანტინი, 1 საათში უნდა იყოს დასრულებული. ამის შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ განაცხადა, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყნა რეგიონში რომელიც ტურიზმის დარგს აღადგენს. „

დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ, ტურიზმის მხარდაჭერის, ანტიკრიზისული მხარდაჭერისა და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის განხილვა. ყველას კარგად გვესმის, რომ უკვე სამი-ოთხი თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე, ეკონომიკის წინსვლა, ეკონომიკის ეფექტური გახსნა.

თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია ქვეყნებს შორის გლობალური კონკურენცია, როგორც ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკურ განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი და პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ტურიზმს, როგორც ასეთს, დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტის, უსაფრთხოების დაცვით, რომელიც გვექნება უახლოესი დღეების განმავლობაში ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.