საქართველო 1 ივლისიდან ტურისტების მისაღებად მზად იქნება
საქართველო 1 ივლისიდან  ტურისტების მისაღებად მზად იქნება

A+ A-

14:39 07/05/2020

პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის ხოლო ივლისიდან უცხოელი ტურისტების მისაღებად მოემზადება.

„ამას ჩვენ გავაკეთებთ, როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით, ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – განაცხადა პრემიერმა.