11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება გარდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისა
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება გარდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისა

A+ A-

14:49 07/05/2020

11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზია გაიხსნება გარდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა გახარიამ.