ტურიზმის სექტორის სუბსიდირებას, სჯობდა, სხვა გადასახადებისაგანაც გაეთავისუფლებინათ - აკაკი ცომაია
ტურიზმის სექტორის სუბსიდირებას, სჯობდა, სხვა გადასახადებისაგანაც გაეთავისუფლებინათ - აკაკი ცომაია

A+ A-

17:35 07/05/2020

'ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმით ეკონომიკის ექსპერთა ნაწილი უკმაყოფილოა.  მთავრობას დაზარალებული სექტორი არა მხოლოდ ქონების, არამედ სხვა სახის გადასახადებისგანაც უნდა გაეთავისუფლებინა", - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ “2020NEWS“-თან განაცხადა.

“ქონების გადასახადიასგან გათავისუფლება ამ პერიოდში  კარგი ნაბიჯია, მაგრამ არა მხოლოდ ქონების გადასახადისგან, არამედ სხვა გადასახადისგანაც უნდა გაეთავისუფლებინა დაზარალებული სექტორი მთავრობას. ტურიზმის სექტორის სუბსიდირებას სჯობდა, რომ გაეთავისუფლებინა სხვა გადასახადებისაგან“, - განაცახდა ცომაიამ.

მისივე თქმით, ფრენების აღდგენა დადებითი გადაწყვეტილებაა, თუმცა მხოლოდ ეს ნაბიჯი ტურიზმის სექტორს მძიმე მდომარეობიდან ვერ გამოიყვანს. 

“რაც უფრო მალე გაიხსნება ეკონომიკა, მით უფრო კარგია ქვეყნისთვის. ადამიანებს შორის გაიზრდება გაცვლითი ურთიერთობები, ვაჭრობა და სხვადასხვა მიმართულება, რაც ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს. კარგია, რომ ხდება ფრენების აღდგენა, თუმცა ეს არ არის საკმაირისი იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორი მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს.

არ ვფიქრობ, რომ ამ ზაფხულს ბევრი ტურისტი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ყველა ქვეყანაში შემოსავლები შემცირებულია და ამიტომ ტურიზმის მასშტაბი და მოცულებებიც იქნება შემცირებული. ფრენებიც, თავისთავად, იქნება ძვირი. გარდა ამისა, ადამიანები მოერიდებიან ამ პერიოდში სხვაგან ვიზიტს“,- განაცხადა ცომაიამ.  

ინფორმაციისთვის, დღეს ხელისუფლებამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე