ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ბიბლიოტეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს: „ეროვნული ბიბლიოთეკა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს მუშაობას.
სამკითხველოები, შესაბამისი წესებით, ივლისიდან ამუშავდება. ღონისძიებები, საგანგებო გამონაკლისების გარდა, სექტემბრიდან განახლდება. მაისის მიწურულიდან, გრაფიკის დაცვით, განახლდება წიგნების მიღება, დამუშავება, დიგიტალიზაცია, ციფრული ბაზების შევსება.
პერსონალი, რისკ-ჯგუფების გამოკლებით, ივლის გრაფიკით და დაცული იქნება ყველა სამედიცინო რეკომენდაცია - ბარიერები, დამცავი ფარები, ანტიბაქტერიული სითხეები და სხვა ეკიპირება მომზადებულია. სამუშაო მაგიდები განთავსდება დისტანციის დაცვით. ამ ფორმატით ამუშავდებიან სხვა რეგიონული ბიბლიოთეკებიც.
ამავე დროს: დაიწყება - პირველი კორპუსის საცავის რემონტი. ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე სტამბის მუზეუმის მოწყობა. პრესის მუზეუმის მოწყობა. ქუთაისის კავკასიური წიგნთსაცავის მრავალსართულიანი მშენებლობის ბოლო სამუშაოების ჩატარება. დასრულდება - ქართული დროშის საკონფერენციო დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი, წიგნის განახლებული მუზეუმი.
ზაფხულიდან განვაახლებთ სოფლის ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით მომარაგებას და იქვე მოვაწყობთ საინფორმაციო კუთხეებს - სადაც ყველა შესაბამისი სამედიცინო სიახლე იქნება წარმოდგენილი“, - აცხადებს გიორგი კეკელიძე.