სკოლა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც სამინისტრომ 300 000 ლარი გამოყო სახურავ გადახდილი და მიტოვებულია - ლევან ხაბეიშვილი
სკოლა, რომლის რეაბილიტაციისთვისაც სამინისტრომ 300 000 ლარი გამოყო სახურავ გადახდილი და მიტოვებულია - ლევან ხაბეიშვილი

A+ A-

00:10 14/05/2020

"ნაცონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის 74-ე საჯარო სკოლის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებში ჩანს, რომ სკოლა სახურავის გარეშეა, დაზიანებულია კედლები და იატაკიც.

ხაბეიშვილის თქმით, ამ სკოლის რეაბილიტაციისთვის სამინისტრომ 300 000 ლარზე მეტი გამოყო და სამუშაოები 2019 წლის ნოემერში უნდა დასრულებლიყო, თუმცა ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ სკოლა არათუ რეაბილიტირებულია, არამედ სამუშაოები დაწყებულიც არაა.

"საშინლად გაბრაზებული ვარ, ეს არის 74 - ე საჯარო სკოლა რამდენიმე წუთის წინ დავტოვე იქაურობა და სიმართლე გითხრათ ნანახმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, 2019 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო რეაბილიტაცია. სამინისტრომ ამისთვის 300 000 ლარზე მეტი გამოყო. კომპანიამ სახურავი გადახადა და მიატოვა. აი ასე ! ადგა და მიატოვა! მე - 7 თვეა სკოლაში წვიმს! უპასუხისმგებლო ნაძირლები ხართ!

სკოლის დარაჯს თითი არ დაადოთ იმიტომ რომ მე შემიშვა შიგნით, თორემ აუცილებლად გაზღვევინებთ! კანონის მთელი სიმკაცრით!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს მთავრობა - ასე იცის "ოცნების" შემომწირველს (50 000 ლარი) რომ მისცემთ ხელშეკრულებას, რომელიც "ტოტალიზატორჩიკია" და არა მშენებელი" - წერს ლევან ხაბეიშვილი.