14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

00:15 14/05/2020

ვერძი

მოერიდეთ საკამათო თემებს, ნუ აიტკიებთ თავს სხვადასხვა პრობლემებითდა ნურც გლობალურ საკითხებს შეეხებით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა.

კურო

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან.

ტყუპები

გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები, სიფრთხილე გამოიჩინეთ შინაურ ცხოველებთან. შეცვალეთ სტრატეგია ურთიერთობებში.

კირჩხიბი

კონცენტრირება მოახდინეთ საქმიან სფეროზე, წვრილმანი საკითხები დროებით გვერდზე გადადეთ, რადგან საქმე რომელსაც შემოგთავაზებენ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას საჭიროებს.

ლომი

მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღ კვებას, პროდუქტების ხარისხს. გაერიდეთ ზედმეტ ხმაურს და მოიწყვეთ მაქსიმალური კომფორტი.

ქალწული

შესაძლოა, დღეს უფროსობასთან გარკვეული საკითხების განხილვა მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ მღელვარებისგან, ყველაფერი კარგად წარიმართება, ფრთხილად იყავით პრეპარატებთან.

სასწორი

ნუ ჩაერევით სხვათა საქმეებში, შესაძლოა თქვენი მონდომება სწორად ვერ გაიგონ და გულნატკენი დარჩეთ. ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.

მორიელი

კარგი იქნება თუ დღეს შეამცირებთ კონტაქტებს, აკონტროლეთ თქვენი ფეთქებადი ხასიათი. ნუ აჰყვებით ოჯახის წევრთა თუ იგვლივმყოფთა უხეშ შეფასებებსა და ქმედებებს.

მშვილდოსანი

ეცადეთ თქვენს საქმიანობაში გარკვეული სიახლეები შეიტანოთ, დაიწყეთ რამე მნიშვნელოვანი, თქვენთვის საინტერესო სფეროს შესწავლა, უახლოეს მომავალში შესაძლოა ამ ყველაფერმა წარატება და აღიარებაც კი მოგიტანოთ.

თხის რქა

შესაძლოა დღეს თქვენმა საქმიანობამ დიდი ინტერესი გამოიწვიოს, ყურადღებით მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და დროულად შეიტანეთ კორექტივები თქვენს გეგმებში.

მერწყული

გამოიჩინეთ გულუხვობა ოჯახის წევრებთან , შეხვედრები და ახალი ნაცნობობა ბევრ კარგ სიახლეს გპირდებათ კარიერულ ასპარეზზე.

თევზები

დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, გახალისდით, გაერთეთ არ დაგავიწყდეთ იუმორი, კარგი განწყობა თქვენი ჯანმრთელობის და წარმატების საწინდარია.