ქართველ ემიგრანტებს იტალიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება ეძლევათ!
ქართველ ემიგრანტებს იტალიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება ეძლევათ!

A+ A-

13:05 14/05/2020

მომავალი კვირიდან იტალიაში მყოფი არალეგალი ემიგრანტები ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ. 

ეს გადაწყვეტილება იტალიის მთავრობამ რამდენიმე საათის წინ მიიღო.

„იტალიაში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტები ორშაბათიდან ე.წ. პერმესოთი ანუ ლეგალური ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ.

დიდი შვება იქნება ჩვენი გაჭირვებული ემიგრანტებისთვის.

ისინი წლების განმავლობაში იძულებით „თვითიზოლაციაში” ცხოვრობენ. მათ ექნებათ საუკეთესო სოციალური პაკეტი და მაღალი ხელფასი, თავისუფალ დროს – ქუჩაში უშიშრად გადაადგილების შესაძლებლობა.” – ამბობს ნინო ღვედაძე.

,„პრაიმტაიმი“