ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა "კოვიდ-19"-თან ბრძოლის პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს - ჯანმო
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა "კოვიდ-19"-თან ბრძოლის პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს - ჯანმო

A+ A-

15:06 14/05/2020

კოვიდინფექცია დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ედჰენომ გებრეიესუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო.

„სოციალური დისტანცია, დაინფიცირების შიში, ოჯახის წევრების დაკარგვა, რომელსაც თან ერთვის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ცხადი ხდება, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.