მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერები პოტენციურ ვაქცინაზე ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარ და უფასო წვდომას ითხოვენ
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერები პოტენციურ ვაქცინაზე ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარ და უფასო წვდომას ითხოვენ

A+ A-

18:11 14/05/2020

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ღია წელს ავრცელებენ, სადაც ითხოვენ, რომ ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემუშავდება, ყველასთვის უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

140 ხელმომწერის მიერ დადასტურებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაქცინის დაპატენტება არ უნდა მოხდეს და მისი გაზიარება სახელმწიფოებზე თანაბრად უნდა განხორციელდეს.

„მთავრობები და საერთაშორისო პარტნიორები უნდა გაერთიანდნენ ერთობლივი გარანტიის ირგვლივ, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინის შემუშავების შემდეგ მის სწრაფ გავრცელებას ყველა ხალხებისთვის და ყველა ქვეყნისთვის, ანაზღაურების გარეშე“,- წერია წერილში.

დოკუმენტის თანახმად, იგივე ეხება მკურნალობის, დიაგნოზისა და ტექნოლოგიების ახალი მეთოდების შემუშავებასაც.

„ახლა იმის დრო არ არის, რომ ყველაზე მდიდარი კორპორაციები და მთავრობები სიცოცხლეთა გადარჩენის უნივერსალური საჭიროების წინ დადგნენ და ეს მორალური ამოცანა საბაზრო მოთამაშეებს დაუტოვონ. წვდომა ვაქცინასა და მკურნალობაზე არის მთელი კაცობრიობის ინტერესში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ისტორიის მტკივნეული გაკვეთილები, რაც უთანაბრო წვდომას ეხებოდა შიდსის და ებოლას ეპიდემიების დროს... მხოლოდ ვაქცინას, თანასწორობისა და სოლიდარობის საფუძველზე შეუძლია დაიცვას კაცობრიობა და ჩვენი საზოგადოებების უსაფრთხო არსებობა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

წერილს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოზა; პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი; პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსე მანუელ ბაროსო; ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, გორდონ ბრაუნი; კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი, ხუან მანელ სანტოსი; სენეგალისა და განის პრეზიდენტები, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი და სხვა პოლიტიკოსები აწერენ ხელს.

"ipn"