მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმში თვალების მეშვეობით შეუძლია შესვლა - "Dailymail"
მეცნიერების მტკიცებით, კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმში თვალების მეშვეობით შეუძლია შესვლა - "Dailymail"

A+ A-

13:37 15/05/2020

მეცნიერები თვლიან, რომ ახალ კორონავირუსს ადამიანის ორგანიზმში თვალების მეშვეობით შეუძლია შესვლა. სწორედ ამიტომ, თვალის უჯრედები ვირუსის მთავარი სასიკვდილო სამიზნეა. ამის შესახებ “Dailymail” იუწყება.
გამოცემის ცნობით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სხეულის ეს ნაწილი შეიცავს ისეთ უჯრედებს, რომელსაც ინფექცია გამოიყენებს და მარტივად ხვდება ორგანიზმში.

კორონავირუსს სწორედ მეცნიერთა წრეებში SARS-CoV-2-ს უწოდებენ. აქ ე.წ. „კარიბჭე“ გვხდება ACE-2 რეცეპტორის სახით.

კორონავირუსის შემთხვევაში ეს რეცეპტორები სასუნთქ გზებსა და ფილტვებში გვხდება. სწორედ იქ არის, სადაც ვირუსი პირველ რიგში ახდენს უჯრედებზე ზემოქმედებას, ისევე როგორც სხვა ორგანოებზე.

ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო მედიცინის სკოლის ხელმძღვანელობით აღმოაჩინეს, რომ თვალები ACE-2-ს წარმოქმნის, რაც მას ვირუსის სამიზნედ აქცევს.

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ინფიცირებული პირის წვეთი ხვდებოდა თვალის ზედაპირზე, ვირუსს შეეძლო სხვა უჯრედებში შეღწევა.

ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ განიცდიდა ზოგიერთი ინფიცირებული პაციენტი კონიუნქტივიტს - თვალის ანთებას.

მეცნიერების აზრით, ინფექციის გავრცელება შესაძლოა, ცრემლის საშუალებითაც მოხდეს.

როგორც ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სკოლის ბალტიმორის ოფთამოლოგიის დეპარტამენტის გუნდის ანალიზების მიხედვით ირკვევა, მათ 10 გარდაცვლილი ადამიანის თვალები შეისწავლეს, რომლებიც კოვიდ 19-გან არ დაღუპულან.

ACE-2-ში იგულისხმება ვირუსის შესასვლელი წერტილი. მისი მბზინავი ზედაპირი მიერთებულია რეცეპტორებთან და იქიდან აზიანებს უჯრედს.

ვარაუდობენ, რომ ადამიანი, რომელსაც უფრო მეტი ACE-2 რეცეპტორი აქვს. შესაძლოა, უფრო მგრძნობიარე იყოს დიდი ვირუსული დატვირთვისთვის და ვირუსის პირველი ინფექციური დოზა მათ სისხლშიც შევიდეს.
კვლევითი ჯგუფი ასევე თMPღშშ2 ფერმენტს ეძებდა, რომელიც ვირუსის შესვლის შემდეგ ACE-2-ს ეხმარება. მათივე ინფორმაციით, ACE-2 და TMPRSS2 უნდა იმყოფებოდნენ იმავე უჯრედში, რომ ვირუსი ეფექტურად მოქმედებდეს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ჯუფის ხელმძღვანელი და მისი კოლეგები წერდნენ: ”შედეგები მიუთითებს, რომ თვალის ზედაპირული უჯრედები, კონიუნქტივის ჩათვლით, ინფექციისთვის შAღშ-ჩოV-2-თვის მგრძნობიარეა და შესაბამისად, ის შეიძლება გახდეს ვირუსის შესვლის პორტალი, ასევე რეზერვუარიც კი, ადამიანიდან ადამიანზე პირზე გადასაცემად“.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ძირითადად, ნერწყვის წვეთებით ან ინფიცირებული პირის ცხვირიდან გამონადენით ვრცელდება, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია, თვალის მეშვეობითაც გავრცელდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივიტი, რაც ერთ-ერთ გამოკვლევაში კოვიდინფიცირებული პაციენტების 30%-ს აღმოაჩნდა.

მკვლევარებმა განმარტეს, რომ ეს შეიძლება იყოს რესპირატორული ტრაქტიდან თვალებამდე გამავალი ვირუსის შედეგად მეორადი გართულება, რომელიც ხშირად ვირუსთან ასოცირდება.
მაგრამ ეს შეიძლება ასევე იყოს პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ვირუსი პირველ რიგში თვალის უჯრედებში თავს დაესხა ACE-2-ს რეცეპტორებს.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ჯუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვირუსული ნაწილაკები შესაძლოა, ცრემლების სახით შეგხვდეს და თვალები ვირუსული ინფექციის „გადამზიდავი“ გახდეს.

მისი თქმით, კვლევა ხაზს უსვამს უსაფრთხოების პრაქტიკის მნიშვნელობას, მათ შორის სახის ნიღბებს და პირის ღრუს კონტაქტის ზომებს COVID-19 დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
სავარაუდოდ, პანდემიის ფრონტზე მებრძოლი მედიკოსები სწორედ ამ მიზეზით ატარებენ სათვალეებს.

ერთ-ერთი ჩინელი მედიკოსის აზრით, იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქების დროს, 26 პაციენტი დაიღუპა ჩინეთში და იგი ფიქრობს, რომ ვირუსმა მათში შAღშ-ის მსგავსი ინფექცია გამოიწვია, რადგან მათ დამცავი სათვალე არ ეკეთათ.

პნევმონიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დოქტორი ვანგი - პეკინის უნივერსიტეტის რესპირატორული სპეციალისტი - თვალების სიწითლეს უჩიოდა.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ეს ვირუსი გავრცელდა შესაძლებელი იყო თვალები ერთ-ერთი ინფიცირების წყარო ყოფილიყო.

მისი თქმით, თვალებსა და ცხვირს ლაქიალური სადინარი აკავშირებს და შესაბამისად, იშვიათიც არაა, რომ გრიპისა და სხვა ვირუსების გადაცემა მოხდეს ამ გზით. პროფესორის განცხადებით, რესპირატორული ინფექციის მიღება ადამიანებს თვალის საშუალებითაც შეუძლია.

ანა ქორჩილავა