აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის შედეგების შემსუბუქებისთვის 3-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსის შედეგების შემსუბუქებისთვის 3-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა

A+ A-

11:59 16/05/2020

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 3-ტრილიონიანი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც კორონავიურისით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრისა და შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული.

ინიციატივას მხარი 208 კანონმდებელმა 108-ს წინააღმდეგ მისცა. აღსანიშნავია, რომ თუ პაკეტი დამტკიცდა, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება იქნება.

პაკეტს მხარს არ უჭერს „რესპუბლიკელების“ დიდი ნაწილი, თუმცა პალატის სპიკერი, „დემოკრატი“ ნენსი პელოსი აცხადებს, რომ „ეს მათი შეთავაზებაა, რომელიც წარადგინეს“.

„ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებითვის“,-აღნიშნა პელოსიმ.

ცნობისთვის, ფინანსური პაკეტი მოიცავს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის დაფინანსებას, კორონავირუსის ტესტირებისთვის თანხების გაზრდას და ამერიკელებისთვის დახმარების გაცემის მორიგ ეტაპს.

"commersant.ge"