შალვა ნათელაშვილი ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის პატრიარქად - გიგი უგულავა
შალვა ნათელაშვილი ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის პატრიარქად - გიგი უგულავა

A+ A-

21:10 19/05/2020

"შალვა ნათელაშვილი ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკის პატრიარქად", - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შალვა ნათელაშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს ხელები ჩასჭიდა და ზევით ასწია.

“ადრე პოლიტიკური ლიდერები მიმართავდნენ ამ ფორმას. ერთად ვიქნებით და ქვეყანა გამარჯვებამდე მივა”, - განაცხადა ყოფილ პოლიტპატიმრებთან ხელჩაჭიდებულმა “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა.