მეგობრების სტუმრობის შემდეგ გაანიავეთ სახლი - საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი
მეგობრების სტუმრობის შემდეგ გაანიავეთ სახლი - საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი

A+ A-

10:10 20/05/2020

მეგობრების სახლში სტუმრობის შემდეგ კარგად გაანიავეთ სახლი და ნივთებს დეზინფექცია ჩაუტარეთ. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ჯერომ სოლომონი აცხადებს.

სალომონმა მოსახლეობა გააფრთხილა, კარანტინის შემდეგ მეგობრების ან ოჯახის წევრების ნახვის დროს დაიცვან სოციალური დისტანცია.

„ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის მომაკვდინებელია“, – განაცხადა მინისტრმა.

55-დღიანი კარანტინი საფრანგეთში ცხრა დღის წინ დასრულდა. დღეს ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 524 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 143 427 შემთხვევაა დაფიქსირებული.