აშშ-ის საელჩომ 15 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო საშუალებები შსს-ს გადასცა
აშშ-ის საელჩომ 15 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო საშუალებები შსს-ს გადასცა

A+ A-

10:42 20/05/2020

„კოვიდ-19“-თან საბრძოლველად, 15 000 დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ხალათები და კომბინიზონები, ასევე ინფრაწითელი თერმომეტრები შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ODC შსს-ს დიდი ხნის პარტნიორია და მრავალი მიმართულებით ეხმარება სამინისტროს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამართავ და საპასუხო მომზადებაში და საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.