60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი
60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი

A+ A-

10:50 20/05/2020

კორონავიაურის პანდემიის გამო, მსოფლიოში 60 მილიონამდე ადამიანს უკიდურესი სიღარიბე ემუქრება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბანკის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს 5 პროცენტით შემცირდება.

„ჩვენი შეფასებით, 60 მილიონამდე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდება. ეს კი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სიღარიბის აღმოფხვრის კუთხით მიღწეული პროგრესის სრულ დაკარგვას ნიშნავს,“ - განაცხადა მალპასმა.

ცნობისათვის, მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით „უკიდურესი სიღარიბე“ ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ერთი ადამიანი დღიური საარსებო თანხა 1.90 აშშ დოლარზე ნაკლებია.