პროცესის საჯაროობის პრინციპი დარღვეულია - საკონსტიტუციო სასამართლო კომენდანტის საათის კანონიერების საკითხს განიხილავს
პროცესის საჯაროობის პრინციპი დარღვეულია - საკონსტიტუციო სასამართლო კომენდანტის საათის კანონიერების საკითხს განიხილავს

A+ A-

14:20 20/05/2020

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო პარტია გირჩის“ მიერ  კომენდანტის საათის შემოღების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საჩივარს განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე დაცული არ არის პროცესის საჯაროობის პრინციპი“, - ამის შესახებგირჩისერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიიამ „2020NEWS-თან საუბრისას განაცხადა.

როგორც ხვიჩია განმარტავს, ეს უსიამოვნო მოულოდნელობაა და დადებითად არ იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯზე.

„დღევანდელ სხდომაზე არ არის დაცული პროცესის საჯაროობის პრინციპი, რაც დადებითად არ იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯზე. ადამიანებს არც დარბაზში შეუძლიათ დასწრება და არც ლაივსტრიმი გადის. უსიამოვნო მოულოდნელობაა, სამწუხაროდ“, - ამბობს ხვიჩია.

მისივე განმარტებით, კომენდანტის საათის შემოღება უნდა იყოს დასაბუთებული საზოგადოებისთვის, თუ რისთვისაა იგი საჭირო.

როგორც ხვიჩია ამბობს, საინტერესოა, რის გამოა აუცილებელი ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ადამიანებზე.

„რაც შეეხება კომენდანტის საათს. ადამიანის უფლების ასეთი კაბალური შეზღუდვა, მინიმუმ ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, ახსნილი თუ რატომ აკეთებენ ამას?!

რა ხდება 9 საათიდან - 6 საათამდე ისეთი რაც, 9-ის ან 6-ის მერე არ ხდება? დავიჯერო რამე განსხვავებული, რის გამოც აუცილებელია, ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ადამიანებზე?“ - აცხადებს სააგენტოსთან საუბრისას ხვიჩია.

კითხვაზე, რა მოლოდინები აქვთ პარტიაში და ფიქრობს თუ არა, რომ სასამართლომ მათი სარჩელი შეიძლება არ დააკმაყოფილოს, ხვიჩია აცხადებს, რომ მისგან წინასწარ რამის თქმა არაკორექტული იქნება.

„არ ვიცი, წინასწარ ამის თქმა არაკორექტული მგონია ჩემგან. იმედი მაქვს, ეს ამბავი ტექნიკური პრობლემაა და ის არ ასახავს მოსამართლეთა განწყობას, იმდენად ცალსახაა გასაჩივრებული შეზღუდვის არაკონსტიტციურობა და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაიწყო „გირჩის“ სარჩელის განხილვა, რომელიც კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, არსებითად განიხილება საქმე „მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1499). განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა ნებისმიერი ფორმით გადაადგილება.

მარიამ მაჭარაშვილი