ოპოზიცია ცდილობს, ფონს გავიდეს მისთვის უპერსპექტივო ვითარებაში - ვოლსკი პრეზიდენტის შეწყალებაზე
ოპოზიცია ცდილობს, ფონს გავიდეს მისთვის უპერსპექტივო ვითარებაში - ვოლსკი პრეზიდენტის შეწყალებაზე

A+ A-

14:52 20/05/2020

გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი ორგანოების ხელმძღვანელებს, რომ აცნობა კორექტულობის ნიშანია. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნორმალური, კორექტულობის ნიშანია ის, რომ პრეზიდენტი გარკვეული ფორმით თავის გადაწყვეტილების შესახებ აცნობებს სახელმწიფოს მმართველობითი ორგანოების ხელმძღვანელებს, მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას რეალურად აქვს მთავარი პრობლემა - სკანდალური საკითხების ძებნა, რომლითაც ცდილობენ, რომ ფონს გავიდნენ მათთვის უპერსპექტივო ვითარებაში", - აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია წინასწარ აცნობა.