297 569 ლარიანი ნაკვეთი წავკისში, 25 000 დოლარიანი "ნისან მურანო" - მილიონერი მერის უბინაო მოადგილის ქონება
297 569 ლარიანი ნაკვეთი წავკისში, 25 000 დოლარიანი "ნისან მურანო" - მილიონერი მერის უბინაო მოადგილის ქონება

A+ A-

19:36 20/05/2020

კომპანიის წილები, 297 ათას ლარიანი ნაკვეთი წავკისში, 25 000 დოლარიანი „ნისან მურანო“, 64 ათასი ევროს სესხი ბანკებში - ასეთია დღეს, თბილისის მერის მეხუთე მოადგილედ დანიშნული ანდრია ბასილაიას  ქონება.

როგორც ირკვევა, ბასილაია 2017 წლიდან მილიონერი მერის, კახა კალაძის გუნდის წევრია.

პროფესიით ეკონომისტი ბასილაია, ვიდრე მერიაში მივიდოდა,  სხვადასხვა დროს იყო: „საქრუსენერგოს“ ფინანსური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი“, „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი და „გეოინკორის“ ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.

„2020NEWS“-მა  ანდრია ბასილაიას დეკლარაციას გადახედა, თუმცა იგი საკმაოდ მწირ ინფორმაციას შეიცავს დედაქალაქის მერის ახალი მოადგილის ქონებაზე.

როგორც მისი 2020 წლის 31 იანვრის დეკლარაციიდან ირკვევა, კალაძის მეხუთე მოადგილეს თბილისში სახლი საკუთრებაში არ აქვს.

ის ფლობს 604  კვ,  მიწის ნაკვეთს სოფელ წავკისში, რომელიც 2015 წელს 297 569 ლარად შეიძინა.

მის მფლობელობაშია ასევე, მსუბუქი ავტომანქანა, ნისან მურანო“, რომელიც მან 2008 წელს 25 ათას დოლარად შეიძინა.

ასევე ირკვევა, რომ ბასილაიას მფლობელობაშიაშპს მდ სერვისი საქართველოს“ 50%-იანი წილი.

ბასილაიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასის სახით, 2019 წელს  მიღებული აქვს 66 ათასი ლარი.

თბილისის მერის ახალ მოადგილეს ჰყავს მეუღლე - ლიტველი ვიტალია პაპიტე-ბასილაია და ორი შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღ  ვიტალია პაპაიატე-ბასილაია ფლობს  წონის კორეკციის კომპანიისშპს სტუდიო ფიგურა ჯორჯიას“ 50%-იან წილს. ნიშნული სტუდია მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე -ბათუმში. საერთო ჯამში, კომპანიას 6 ფილიალი აქვს.

მერის მეხუთე მოადგილის მეუღლის საკუთრებაშია 50%-იანი წილი უცხო ენების შემსწავლელ აკადემიაში.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ბასილაია 5 საბანკო ანგარიშზე ფლობს 8 003, 49 ლარს. მისი მეუღლი10 საბანკო ანგარიშზე, დეკლარაციის ევსების მომენტშიფიქსირდებოდა 4 266,23 ლარი და 5 ათასამდე დოლარი.

2019 წელს ანდრია ბასილაიას შვილების სკოლის საფასური 5 700 ლარი გადაუხდია.

ამავდროულად, თბილისის მერის უბინაო მოადგილეს 2019 წელს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხის სახი მიღებული აქვს 64 500 ევრო - თანამსესხებლის ამპლუაში.

სესხების ყოველთვიური საპროცენტო გასავალი 165,18 ევროს შეადგენს.

იპოთეკური სესხის გადახდა მას 2034 წლამდე, ხოლო სამომხმარებლო სესხის - 2029 წლამდე მოუწევს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი მოადგილის, ანდრია ბასილაიას კანდიდატურა, რომელიც 2017 წლიდან არის ჩვენი გუნდის წევრი. დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე იყო და აქვს ბევრი წარმატებული პროექტი. ანდრია პროფესიით ეკონომისტ/პოლიტოლოგია, დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის „წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი“, მანამდე კი „ვესტთაუნის სკოლა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ. ანდრია არის მაგარი პროფესიონალი, წარმატებული ადამიანი და მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა მილიონერმა კალაძემ უბინაო ბასილიას წარდგენისას.

აღსანიშნავია, რომ  ბასილაია,  როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი,  აქტიურად იყო ჩართული ბიზნესაქსელერატორის პროექტ  „სპარკში“ და „ღამის ეკონომიკის“ პროექტში.

ეკონომისტი ბასილაია  2006-2008 წლებში მუშაობდა „მულტიპლექს სოლუშენის“ ფინანსურ და გენერალურ დირექტორად. 2006 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის უფროსი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა. არის ეროვნული წარჩინების საზოგადოების და ეკონომიკის წარჩინების საზოგადოების წევრი.

ანდრია ბასიალაია რამდენიმე დღის წინ ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინეს, თუმცა მერის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეს თანამდებობა  ყოფილმა ჟურნალისტმა სოფიო ხუნწარიამ დატოვა. შესაბამისად, ბასილაიამ მოადგილის სავარძელში გადაინაცვლა და  თბილისის ურბანულ განვითარებას  კი  ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს.

მარიამ მაჭარაშვილი