საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული - ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული - ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი

A+ A-

19:44 20/05/2020

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით კოვიდინფექციის გავრცელება არ მოხდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ადამიანს დიდი მანძილი არ აქვს დასაფარი სჯობს, რომ ტრანსპორტი არ გამოიყენოს და ის იმ ადამიანებს დაუთმოს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

„მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს. დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა თუ არა.

თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ და ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, ჯერ უცნობია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე აკრძალვა როდის მოიხსნება.