თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

17:42 21/05/2020

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ერთ-ერთ მედიასაშუალებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ინფიცირებული პირი ე.წ. ექიმთა კლასტერს მიეკუთვნება და კონტაქტის კონტაქტია.

ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 55 დადასტურებული შემთხვევაა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 721 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 485 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.