აჭარაში 22-ე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
აჭარაში 22-ე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

A+ A-

11:47 22/05/2020

ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 263 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია. 22-ე დღეა, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.

გაგრძელდება, როგორც რესპირატორული ჩივილების მქონე პაციენტების, ასევე რისკჯგუფის პროფესიების მქონე მოქალაქეების და კარანტინში მყოფი პირების გამოკვლევები.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1 160 პირი. ჯამში სივრცეები დატოვა 6 114-მა პირმა.