აზერბაიჯანში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

12:30 22/05/2020

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.

ოპერატიული შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 3 749 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა 2 340 ადამიანი. კორონავირუსისგან გარდაიცვალა 44 პაციენტი.

ამჟამად მკაცრი რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 1 365 ინფიცირებული, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა