ბანგლადეშში პრეპარატ "რემდესივირის" საერთო ტიპის უპატენტო ვერსია შეიქმნა
ბანგლადეშში პრეპარატ "რემდესივირის" საერთო ტიპის უპატენტო ვერსია შეიქმნა

A+ A-

14:12 22/05/2020

ბანგლადეში მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პრეპარატ „რემდესივირის“ პირველი საერთო ტიპის უპატენტო ვერსია შექმნა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ანტივირუსული მედიკამენტის წარმოებას ბანგლადეშში მოქმედი კომპანია „ბექსიმკო ფარმაცეუტიკალსი“ დაიწყებს.

პრეპარატი თავდაპირველად შემუშავებულია აშშ-ის მოქმედი კომპანია „გილეად საიენსის“ მიერ, როგორც ებოლას სამკურნალო საშუალება.

„ბექსიმკო ფარმაცეუტიკალსი“ უზრუნველყოფს პრეპარატის სწრაფ მიწოდებას სამხრეთ აზიის ბევრ ქვეყანაში. მედიაში წერენ, რომ კომპანია, სავარაუდოდ, იპოვის მწარმოებელ პარტნიორებს ინდოეთსა და პაკისტანში. პრეპარატი მუშაობს ვირუსისთვის საჭირო ფერმენტზე შეტევით, რაც ვირუსს უჯრედში კვლავწარმოქმნის შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ში ბოლო დროს ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი დაეხმარა იმ პაციენტების გაჯანსაღების დროის შემცირებას, რომლებიც სერიოზულად დაავადდნენ.