მივესალმებით შეთანხმებას და ორი ბატონის შეწყალებას, ეს გაბედული ნაბიჯია - გერმანიის ელჩი
მივესალმებით შეთანხმებას და ორი ბატონის შეწყალებას, ეს გაბედული ნაბიჯია - გერმანიის ელჩი

A+ A-

14:33 22/05/2020

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ამბობს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმება. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

"ელჩები მოქმედებენ როგორც ფასილიტატორები, რაც იმას ნიშნავს იმას რომ მხარეებს ერთად ვუყრით გავს. ჩვენ მივესალმებით შეთანხმებას რომელსაც მიაღწიეს. ასევე მივესალმები ორი ბატონის შეწყალებას პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან. ეს არის გავედული ნაბიჯი. იმედი მაქვს შეთანხმება სრულად შესრულდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს სწორედ მათი პასუხისმგებლობაა", — თქვა ელჩმა.

ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეთანხების ტექსტი მარტივად გასაგებია და ეს არ არის დიპლომატიური ენა.

"ეს ნამდვილად არ არის დიპლომატიური ენა. თუ წაიკითხავთ მას, ძალიან მარტივად გასაგებია. გთხოვთ, კიდევ ერთხელ შეხედეთ ტექსტს და ნახავთ, რომ მეტ კითხვას გაეცემა პასუხი", — აღნიშნა მან.

"on.ge"