მართლმადიდებლური ეკლესია ქართველ ტრანსგენდერ ქალებს პროდუქტებით დაეხმარა

აქტივისტი ნატა ფერაძის ინფორმაციით, 27 ტრანსგენდერ ქალს ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დახმარება გაუგზავნა.
„ეკლესიის სახელით მოვიდა დახმარება 27 ტრანსგენდერ ქალზე!!! ყველი, მაწონი, სიგარეტი, კარტოფილი ა.შ. კი. ეკლესიის! ვიწყებ დარიგებას!“ – წერს ნატა ფერაძე ფეისბუქზე და ფოტოებსაც აქვეყნებს.
„ტრანსმა გოგოებმა საპასუხოდ ჩვენი გამოყვანილი ვარდები გაუგზავნეს“– წერს ნატა ფერაძე.