სომხეთში კორონავირუსი კიდევ 322 ადამიანს დაუდგინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსი კიდევ 322 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19-ის დიაგნოზი უკვე 5 928 ადამიანს დაუსვეს.
სომხეთი კავკასიის რეგიონში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსს 4 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანასი უკვე გამოჯანმრთელდა 2 874 პაციენტი.
შეგახსენებთ, კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, ქალაქ უხანში გამოვლინდა და უკვე 213 ქვეყანაშია გავრცელებული.
"ჩინური ვირუსით" ინფიცირების 5 231 190 და გარდაცვალების 335 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 2 104 008 ადამიანი, ხოლო 2 791 598 კვლავ ებრძვის "უხილავ მტერს".