თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა იწყება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა იწყება

A+ A-

10:09 25/05/2020

თბილისის სააპელაციო სასამართლო მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვას იწყებს. სხდომა დღეს, 14:00 საათზეა დანიშნული.

კალანდიას ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია ითხოვს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მისი სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში არ წარიმართოს.

მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.