ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "წიგნიერი 2020"-ის გამარჯვებულები გამოავლინა
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ "წიგნიერი 2020"-ის გამარჯვებულები გამოავლინა

A+ A-

12:02 25/05/2020

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ლიტერატურული კონკურსის „წიგნიერის“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთკის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული მადლიერებით სავსე წერილი საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „წიგნიერის“ დასრულებას და გამარჯვებულთა გვარებს გვამცნობს: მაშ ასე, „წიგნიერი 2020“-ის გამარჯვებულები არიან:

პირველი ადგილი - რატი სირაბიძე, სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“, ბათუმი;

მეორე ადგილი - ნატო ჩიტიშვილი, სოფელ ოძისის საჯარო სკოლა;

მესამე ადგილი - სესილი ჩაჩანიძე, სკოლა „ლამპარი“, თბილისი.

სამივე გამარჯვებული „თიბისი ბანკისგან“ მიიღებს Lenovo-ს პლანშეტს და 50 ელექტრონულ წიგნს „საბასგან“.

20 ელექტრონულ წიგნს „საბასგან“ საჩუქრად მიიღებენ ისინი, ვინც კონკურსში მონაწილეობა საზღვარგარეთიდან მიიღო.

ესენი არიან: ანა ზარიძე - წმინდა ლუისის სკოლა, დუბლინი;

სალომე პაპუაშვილი - ონორე დე ბალზაკის ლიცეუმი, პარიზი.

ეროვნული ბიბლიოთეკის და ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცემა მარიამ ესიაშვილს - წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა.

მარიამს ეროვნული ბიბლიოთეკა გადასცემს პლანშეტს.“ „ადამიანთა მიწა“ - ეს გახლავთ დასახელება ესესი, რომელიც 23 აპრილს გამოაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის პირდაპირი ეთერით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2 თვით ადრე დაიწყო და დასახელდა სამი ნაწარმოები - ედუარდ ჰეილის "უსამშობლო კაცი" , მალალა იუსაფზაის "მე ვარ მალალა", ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური".

იყო თუ არა ეს დრო საკმარისი ამ ნაწარმოებების არა მხოლოდ წასაკითხად, არამედ გასააზრებლად, როგორ მუშაობდა ჟიური და რა კრიტერიუმებით მოხდა გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა, ამ კითხვებზე „წიგნიერის“ ჟიურის წევრი ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების გამგე გიორგი საბანაძე პასუხობს:

- დარეგისტრირებული ასამდე მსურველისგან, კონკურსში ოცდათხუთმეტმა მიიღო მონაწილეობა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ვითარება არც ისე ადვილად დასაძლევი აღმოჩნდა. დროის სიმცირეს მიზეზად ვერ ჩავთვლი;

შერჩეული ნაწარმოებებიდან მხოლოდ ერთი გახლდათ სქელტანიანი და ვფიქრობ, მათ გასაცნობად მიცემული დრო სავსებით საკმარისი იყო. რაც შეეხება ჟიურის, თითოეულმა წევრმა წაიკითხა და ათქულიანი სისტემით შეაფასა ყველა ნაშრომი. საბოლოოდ, ეს ქულები დაჯამდა და მივიღეთ გამარჯვებულები. ჟიურის ყველა წევრს შეფასების საკუთარი კრიტერიუმი ჰქონდა.

მე პირადად შემოქმედებითობას და ღირებულებების გამოყოფას, ხაზგასმას ვანიჭებდი უპირატესობას; საინტერესო პროცესი იყო, ყველამ აჩვენა თავისი ინდივიდუალური, განსხვავებული ხედვა, ფასეულობებისადმი დამოკიდებულება.“ “წლევანდელი წიგნიერის მონაწილეებისთვის, ჟიურისთვის და ორგანიზატორებისთვის არაორდინალური და განსაკუთრებულად რთული იყო.

ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ყველას მიმართ, ვინც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდა კონკურსში. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი და მონაწილეების ერთგული მეგობრებისადმი: საბა • SABA და TBC - თიბისი - გმადლობთ!

მადლობას ვუხდით გამომცემლობებს გამომცემლობა ინტელექტი/Intelekti Publishing და Palitra L Publishing• გამომცემლობა პალიტრა L, რომლებიც საჩუქრად გადასცემენ წიგნებს ყველაზე აქტიური სკოლის გიმნაზია "შავნაბადა" ყველა იმ მოსწავლეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „წიგნიერში“, - აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.