საქართველოს არ მიეცა საშუალება კორონავირუსის პანდემიის დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დახმარებოდა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს არ მიეცა საშუალება კორონავირუსის პანდემიის დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დახმარებოდა - სალომე ზურაბიშვილი

A+ A-

12:09 25/05/2020

საქართველოს არ მიეცა საშუალება კორონავირუსის პანდემიის დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დახმარებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Fინანციალ თიმეს განუცხადა.

"ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად, რამდენადაც შეგვეძლო... პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რაიმე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 30-მდე შემთხვევა დადასტურდა. მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და შესაბამისად, მკურნალობის.