ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია – დონალდ ტრამპი
ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია – დონალდ ტრამპი

A+ A-

12:38 25/05/2020

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის სავარაუდო ოპონენტს, ჯო ბაიდენს დადებითი თვისებები არ გააჩნია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა WJLA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი შერილ ატკინსონის კითხვას, თუ რა უპირატესობები აქვს ჯო ბაიდენს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„ვიტყოდი, რომ ეს გამოცდილებაა. თუმცა, სინამდვილეში მას გამოცდილება არ აქვს, რადგან ვფიქრობ, რომ ისიც კი არ ახსოვს, თუ გუშინ რას აკეთებდა. რა გამოცდილებაზეა საუბარი? არასოდეს მივიჩნევდი მას ჭკვიან ადამიანად. მთელი დღე შემიძლია ვისაუბრო ბაიდენის სუსტ მხარეებზე“.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია.

„ბაიდენმა ისიც კი არ იცის, რომ ცოცხალია. უბრალოდ დაფიქრდით, ისეთ ადამიანს ვუპირისპირდები, რომელიც მარტივ კითხვებს ვერ პასუხობს. არასოდეს მინახავს მსგავსი რამე“, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა