კავკასიის რეგიონში კორონავირუსი ინფიცირებულთა თითქმის ნახევარმა უკვე დაამარცხა
კავკასიის რეგიონში კორონავირუსი ინფიცირებულთა თითქმის ნახევარმა უკვე დაამარცხა

A+ A-

12:49 25/05/2020

კავკასიის რეგიონში კორონავირუსი ინფიცირებულთა თითქმის ნახევარმა უკვე დაამარცხა.

„Worldmeters“-ის სტატისტიკის მიხედვით, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით სომხეთი ლიდერობს.

უახლესი მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი კიდევ 452 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, დადასტურებულია 7113 შემთხვევა და გარდაცვლილია 87 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81-ით გაიზარდა და 3145 შეადგინა, ინფიცირებულთაგან 3881 კვლავ ებრძვის ვირუსს, მათგან 10 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

რეგიონში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, მეორე ადგილს კვლავ აზერბაიჯანი იკავებს.

მხოლოდ გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 140 შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა გარდაცვალების ახალი ფაქტი არ დადასტურებულა.

აზერბაიჯანში ინფიცირების 4122 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 49 ადამიანი.

ინფცირებულთაგან 2607 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1466 კვალვ ებრძვის ვირუსს, მათგან 42 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

საქართველოში კავკასიის რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 731 და გარდაცვალების 12 შემთხვევა.

ინფიცირებულთაგან ნახევარზე მეტი, 526 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

საავადმყოფოებსი კი ვირუსს 193 ადამიანი ებრძვის, მათგან 6 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების შემცირებული რაოდენობის გამო, კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე მოიხსნა, გაუქმდა კომენდანტის საატი და საგანგებო მდგომარეობა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წელს გამოვლინდა და 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მალევე, 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ხოლო ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. დადასტურებულია ვირუსით ინფიცირების 5 512 778 და გარდაცვალების 346 867 ფაქტი.